საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის” პროექტებში ჩაერთვება

ნავთობისა და გაზის კორპორაცია White Stream Ltd-ისა და W-Stream Caspian Pipeline Company Ltd -ის 10-10%-იან წილებს შეიძენს.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ White Stream Ltd - ისა და W-Stream Caspian Pipeline Company Ltd -ის 10-10%-იანი წილები სიმბოლურ ფასად, ერთ გირვანქა სტერლინგად უნდა შეისყიდოს.

აღნიშნული კომპანიების წილების შეძენით, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის” პროექტებში ჩაერთვება.