აშშ-ის კონგრესის სენატმა 2017 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.
აშშ-ის სენატში გამართული კენჭისყრისას ბიუჯეტის კანონპროექტს მხარი 79-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 18 იყო. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად საჭირო იყო 51 სენატორის მხარდაჭერა.
ბიუჯეტის მოცულობა 1,1 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ის ფედერალური მთავრობის დაფინანსებას 30 სექტემბრამდე ითვალისწინებს, როდესაც ფინანსური წელი სრულდება.
შემდეგ ეტაპზე ბიუჯეტის პროექტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.