სახელმწიფო შეფასების თანახმად, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში თვალსაჩინოა

სახელმწიფო შეფასების თანახმად, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში თვალსაჩინოა.

სახელმწიფო შეფასების, ასევე საერთაშორისო კვლევების პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მართავს.

სახელმწიფო შეფასება აჩვენებს, რომ დაგეგმილ და მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის არსებითი სხვაობაა. მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე ვერ ახერხებს - მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3%, ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში მოსწავლეთა 49,1%, ბიოლოგიაში მოსწავლეთა 13,3%.

კვლევამ აჩვენა განსაკუთრებით დაბალი შედეგი იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც მსჯელობას, პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.

სწავლის თანაბარი შესაძლებლობის თვალსაზრისით, კვლევამ აჩვენა, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები არსებითად ჩამორჩება ქალაქში მცხოვრები თანატოლების მიღწევებს.