ბიზნეს კაფეს მეცხრე შეხვედრა

2017 წლის 3 მაისს გაიმართა ბიზნეს კაფეს მორიგი, მეცხრე შეხვედრა.

ამჯერად მოწვეული სპიკერი იყო უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ის დამფუძნებელი, პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი, საშა ტერნესი, რომელმაც ისაუბრა ორგანიზაციულ კულტურაზე, ბიზნეს ეთიკაზე და კორპორატიულ მართვაზე.

ბიზნეს კაფეს შესახებ:

ბიზნეს კაფე საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც 2015 წლიდან პაშა ბანკის პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს რეგულარულად ესწრებიან საშუალო და მსხვილი კომპანიების მენეჯერები. აქ ხდება ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესების და სიახლეების, ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. პროქტი გამოირჩევა მრავალფეროვანი თემატიკით და ინტერაქტიული ფორმატით, რაც განაპირობებს მის მიმართ მზარდ ინტერესს. 2017 წლიდან პროექტს სპონსორების სახით შეუერთდნენ კომპანიები ეისითი და ორიენტ ლოჯიკი.

„ბიზნეს კაფეს დღევანდელი შეხვედრა, წინა შეხვედრების მსგავსად, საინტერესო და დინამიური გამოვიდა, რაც ისევ და ისევ განაპირობა სპიკერის კალიბრმა და შერჩეული თემის აქტუალობამ. პაშა ბანკი უკვე მესამე წელია პროექტის მხარდამჭერია და მის მიმართ მზარდი ინტერესი და დადებითი შეფასებები ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა.“ - აღნიშნა ანანო ქორქიამ, პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა.

ბიზნეს კაფეს შეხვედრების სპიკერებს შორის იყვნენ:

- ლადო გურგენიძე, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე -“აზრები მენეჯმენტსა და ლიდერობაზე”

- გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი - „ინოვაციების მართვა“

- ალექსანდრე ჯეჯელავა, ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრი - „ორგანიზაციული კულტურა“

- დავით გოგიჩაიშვილი, “ღამის შოუს სტუდიის” გენერალური მენეჯერი - „ადამიანური რესურსების მართვა“

- ანდრო დგებუაძე, ბიზნეს კონსულტანტი - „მენეჯმენტი 3.0, ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები“

- პაპუნა ტოლიაშვილი, სინერჯი ჯგუფის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი - „წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები“

- თინათინ რუხაძე, კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია “ეისითის” თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი - „ვინ არის მომავლის ლიდერი?“

- გუგა ცანავა, ბიზნეს კონსულტანტი და ანტერპრენიორი - “სტენფორდის სტრატეგიული მართვის მოდელი”