2017 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებული დანაშაულების რაოდენობამ 10 040 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლს 292 ერთეულით აღემატება.
საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, ყველაზე მეტად, 231 ერთეულით არის გაზრდილი ნარკოტიკული დანაშაულის შემთხვევა, 110-ით მოიმატა დანაშაულმა მმართველობის წესის წინააღმდეგ, 100 ერთეულით გაიზარდა დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, 17-ით კი სამოხელეო დანაშაულმა მოიმატა.
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაზარალებულთა რაოდენობამ 3 566 შეადგინა.