ნინოწმინდასა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ნინოწმინდა“ და ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 8,180 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სომხეთის მოქალაქე მ.შ-ს, რომელსაც არადეკლარირებული საქონელი ავტომობილით შემოჰქონდა, აღნიშნული საქონელი და სატრანსპორტო საშუალება ჩამოერთვა, ხოლო ფულადი ჯარიმის სახით 1,000 ლარი შეეფარდა. საქართველოს მოქალაქე ც.ვ-ს უკანონოდ შემოტანილი საქონელი ჩამოერთვა და ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით შეეფარდა“, - ნათქვამია განცხადებაში.