გარდაბანში არადეკლარირებული საკვები დანამატები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „გარდაბანი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საკვები დანამატები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10,095 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 10,095 ლარის ოდენობით შეეფარდა.