Wikipedia-ს ბლოკირების შეწყვეტის შესახებ აპელაცია თურქეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ქალაქ ანკარის სასამართლომ არ დააკმაყოფილა არაკომერციული ორგანიზაცია Wikimedia-ს აპელაცია, რომელიც თურქეთში ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia-ს ბლოკირების შეწყვეტას ითხოვდა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Yeni Safak იუწყება.

არაკომერციული ორგანიზაცია Wikimedia Foundation ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia-ს მფლობელია.

თურქეთის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტრომ ინტერნეტ-ენციკლოპედია Wikipedia-ს ბლოკირება იმით განმარტა, რომ საიტი „ტერორიზმთან ბრძოლაში წვლილის შეტანის ნაცვლად საერთაშორისო არენაზე თურქეთის იმიჯის გაშავების კამპანიის ნაწილი გახდა“. კერძოდ, Wikipedia-მ უარი განაცხადა იმ ტექსტების წაშლაზე, სადაც საუბარი მიდის თურქეთის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირებზე.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული ტექსტების წაშლის შემთხვევაში ინტერნეტ-ენციკლოპედიის ბლოკირება მოიხსნება.

30 აპრილს თურქეთის ხელისუფლებამ ინტერნეტ-ენციკლოპედია „ვიკიპედიაზე“ წვდომა დაბლოკა.