აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო აქტით, დაწესდა შეზღუდვა ნებისმიერ აშშ დაფინანსებაზე იმ სახელმწიფოსი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ხელმოწერილი კანონით, აშშ-ს წარმომადგენლებს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში აეკრძალათ მხარდაჭერა იმ პროგრამების, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არღვევს.
აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა რუსეთის მიერ ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ კონგრესს 90 დღის განმავლობაში მოახსენოს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს გამოეყოთ დამატებითი დახმარება რუსეთის აგრესიის გასამკლავებლად და ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელშესაწყობად.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, პირველად მოხდა აშშ-ს კანონით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება.
აშშ-ს პრეზიდენტმა საკანონმდებლო აქტს ხელი გუშინ მოაწერა. კანონს ორი დღის წინ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა დაუჭირა მხარი.