საერთაშორისო მარათონთან „მსოფლიო რბენა“ დაკავშირებით, ხვალ 10:00 საათიდან 19:00 საათამდე ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საერთაშორისო მარათონთან - „მსოფლიო რბენა“ - დაკავშირებით, ხვალ, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.
ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე - გურჯაანი-აფენი-კაბალი.
შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.