ექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბრიჯსტოუნმა“ კონცეპტუალური უჰაერო საავტომობილო საბურავი პირველად გამოუშვა, რომელშიც შეკუმშული აირის ნაცვლად, რხევების ჩამქრობის მოვალეობას თერმოპლასტიკის დრეკადი „წკირები“ ასრულებდა. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ იაპონური კომპანია მსგავს საბურავს მოპედისთვისაც გამოუშვებს.
სერიული საბურავებიც იმავე პლასტიკისგან დამზადდება, რომლითაც კონცეპტუალური, საავტომობილო ვერსია იყო გაკეთებული. სერიულ ვარიანტზე „ბრიჯსტოუნი“ და „ბრიჯსტოუნ საიკლი“ მუშაობდნენ. ეს უკანასკნელი, ველოსიპედების და მოტოციკლების საბურავების წარმოებაზეა სპეციალიზებული. ახალი საბურავი იმითაც არის საინტერესო, რომ ის მთლიანად ექვემდებარება გადამუშავებას.
ახალი ტიპის საბურავების მთავარი ღირებულება ისაა, რომ მათში ჰაერის არარსებობის გამო, დაშვება გამორიცხულია. გარდა ამისა, კონსტრუქციული თავისებურების გამო, ველოსიპედის და მოპედის უჰაერო საბურავი უფრო მოქნილი იქნება. მასში ჰაერის არარსებობის გამო, საბურავის სიმაგრის ცვალებადობაც შეუძლებელი იქნება.
ამ ეტაპზე, „ბრიჯსტოუნი“ ეძებს გზებს, რომ ახალი ტიპის საბურავი კომერციულად ხელმისაწვდომი იყოს. კომპანია აცხადებს, რომ სავარაუდოდ, უჰაერო საბურავებს 2019 წელს გამოუშვებს.