ახმეტაში ჰესის მშენებლობაზე კონკურსი გამოცხადდა

ენერგეტიკის სამინისტრომ კახეთში, კერძოდ, ახმეტაში „სამყურისწყალი 2 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა.

„სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს დადგმული სიმძლავრე 22.6 მგვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 117.4 მლნ.კვტ/სთ, პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 39 მილიონ 550 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი ენერგეტიკის სამინისტროში 2 მაისამდე

უნდა წარადგინონ.

გამარჯვებულმა კომპანიამ ჰესის მშენებლობა ნებართვის მიღებიდან ორ წელიწადში უნდა დაასრულოს.