გარემოს დაბინძურების გამო, „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა 202 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თბილისერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილემ დავით დოლიძემ გაუცხადა.
დავით დოლიძის თქმით, გარემოს დაბინძურების გამო ინსპექტორების მიერ გამოწერილმა საჯარიმო თანხამ 21 580 ლარის შეადგინა. დაჯარიმებულთაგან 197 ფიზიკური პირია, 5 კი, იურიდიული. ამასთან, 197 პირიდან 61 უცხოელია. შესაბამისად, ყველაზე დიდი საჯარიმო თანხა ფიზიკურმა პირებმა გადაიხადეს. უფრო კონკრეტულად, იურიდიულმა პირების მიერ გადახდილმა თანხამ ჯამში 4000-ზე ლარზე მეტი, ხოლო ფიზიკური პირების მიერ გადახდილმა - 17 500 ლარი შეადგინა.
გარემოს დაბინძურების გამო ჯარიმები 3 აპრილიდან ამოქმედდა, თუმცა თავდაპირველად - ორი კვირის განმავლობაში ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები ქუჩაში საინფორმაციო კამპანიას ეწეოდნენ, მოქალაქეებს აფრთხილებდნენ და ინფორმაციას აწვდიდნენ საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით. ინსპექტორებმა გარემოს დაბინძურებისთვის მოქალაქეების დაჯარიმება 20 პარილიდან დაიწყეს.