„კოლმეურნეობის მოედნისა“ და ათონელის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ „კოლმეურნეობის მოედნისა“ და ათონელის ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციის პროექტი გრძელდება და ამჯერად „კოლმეურნეობის მოედნისა“ და ათონელის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება. პროექტი, რომლის ღირებულება 20 მილიონი ლარია, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში განხორციელდება.

დავით ნარმანის განცხადებით, ამ პროექტის პრეზენტაციას მერია უახლოეს დღეებში გამართავს. მისი განხორციელება კი თვის ბოლოს დაიწყება.