მელიქიშვილის გამზირზე, ზაფხულიდან ავტობუსებისთვის ორმხრივი მოძრაობა აღდგება

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, ზაფხულიდან მხოლოდ ავტობუსებისთვის ორმხრივი მოძრაობა აღდგება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისივე თქმით, ახლახანს დასრულდა კვლევა, რომლის თანახმადაც, მელიქიშვილზე სპეციალურად ავტობუსებისთვის ხაზი მოეწყობა და მასზე სხვა სატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა არ შეეძლებათ.

პროექტის დასრულების შემდეგ, ფილარმონიიდან ავტობუსები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისკენ მელიქიშვილის გამზირით იმოძრავებენ და აღარ მოუწევთ ფილარმონიიდან გმირთა მოედანზე ჩასვლა და შემდეგ ვარაზისხევით უნივერსიტეტისკენ გადაადგილება.