ორთაჭალაში რამდენიმე სამინისტროს გადატანაზეა საუბარი, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბორჯომში გამართულ სემინარზე განაცხადა.
კითხვაზე, მოხდება თუ არა სამთავრობო ქალაქის მშენებლობა ორთაჭალაში და გადავა თუ არა იქ ყველა სამინისტრო, ნარმანიამ განმარტა, რომ ორთაჭალაში მხოლოდ რამდენიმე სამინისტროს გადატანაზეა საუბარი.
„ყველა სამინისტროს ერთ ადგილზე გადატანა ვერ მოხერხდება. ქალაქში სამინისტროების მიერ გამოთავისუფლებულ იმ ტერიტორიაზე კი სასტუმრო და სხვა სახის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა იქნება”, - განაცხადა თბილისის მერმა.