იანვარ-მარტში გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით შრომის ანაზღაურებაზე 15.6 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა.
ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 7.9 მილიონი ლარით ნაკლები დაიხარჯა პირველ კვარტალში საქონელსა და მომსახურებაზეც.
"ხარჯების შემცირება განხორციელებული ოპტიმიზაციისა და ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის შედეგია", - ნათქვამია ანგარიშში.
ზოგადად, ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა I კვარტალში 2 630.3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 21%-ს შეადგენს.
საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებისა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა 2016 წლის 9 დეკემბერს გაჟღერდა.
თაია არდოტელი