პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია ქუთაისის მერიის შპს "პარკინ სერვისს" „თანხის გაფლანგვასა და არამიზნობრივ ხარჯვაში“ ადანაშაულებს.
როგორც პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „პარკინ სერვისს“ ქუთაისის მერიის ბიუჯეტში 400 000 ლარი უნდა შეეტანა, თუმცა აღნიშნულმა შპს-მ მხოლოდ 100 000 ლარი გადარიცხა. წულაიამ აღნიშნულით დაინტერესებისკენ პროკურატურას მოუწოდა.
,,ბიუჯეტში მხოლოდ 100 000 ლარი შეიტანეს, დანარჩენი კი შეჭამეს. მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ საქმით და დროზე გამოიძიოს. დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა წულაიამ ბრიფინგზე.
გოგი წულაიას "პარკინგ სერვისში უპასუხეს". მათი ინფორმაციით, წულაიას ბრალდებები უსაფუძვლოა.