„თიბისი ბანკი“ და „ბანკი რესპუბლიკა“ გაერთიანდნენ. „თიბისი ბანკის“ ინფორმაციით, ორი ბანკის შერწყმის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა, წარმატებით დასრულდა.
მათი განმარტებით, „თიბისი ბანკი“ ყველა ერთგულ კლიენტს და გუნდს მადლობას უხდის, რომელმაც ეს პროცესი წარმატებით განახორციელა.
„უკვე დღეიდან, „ბანკი რესპუბლიკის“ მომხმარებლები "თიბისი ბანკის" სრულფასოვანი კლიენტები არიან. მათ წვდომა აქვთ „თიბისი ბანკის“ პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ისეთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორებიცაა საუკეთესოდ აღიარებული „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სადეპოზიტე და საკრედიტო პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და ფილიალებისა და ბანკომატების ფართო ქსელი.
წარმატებით განხორციელდა ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია, რომელიც 6 და 7 მაისს მიმდინარეობდა, შედეგად უკვე ყველა სახის საბანკო სერვისი სრულად ხელმისაწვდომია, როგორც „თიბისი ბანკის“, ისე „რესპუბლიკის“ მომხმარებლებისთვის. კლიენტებს მომსახურების მიღება შეუძლიათ, როგორც „თიბისი ბანკის“, ისე „ბანკი რესპუბლიკის“ ყველა ფილიალში.
შერწყმის შედეგად, „თიბისი ბანკი“ საქართველოში გახდა #1 ბანკი ყველა საბანკო სეგმენტში და მნიშვნელოვნად გაიძლიერა პოზიციები ბაზარზე”, - აცხადებენ „თიბისი ბანკში“.