ოქრო მცირედით გაძვირდა

ოქროს ფასი მცირედით გაიზარდა და 1 236 დოლარს მიაღწია.

თუმცა, ევროპული სავაჭრო სესიის ბოლოსთვის ფასი დასტაბილურდა და 1 230-1 236-ს შორის მერყეობს.

ასეთ დაბალ ნიშნულზე, ოქროს ფასი ბოლოს მარტის შუა რიცხვებში იყო. ანალიტიკოსების შეფასებით, მაკრონის გამარჯვების გარდა, ოქროს ფასის კლება გრძელ პოზიციებზე (ყიდვა) მომუშავე ტრეიდერთა აქტიურობამაც გამოიწვია, რომლებსაც ყიდვის გარიგებათა დაბალი ნიშნულებიდან გაფორმება სურდათ, რათა მათი პოზიციები უფრო მომგებიანი ყოფილიყო.

მაგრამ იმავდროულად, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების მომგებიანობის ზრდამ, ოქროზე მოთხოვნა შეზღუდა. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ყვითელი მეტალის ფასის ზრდა სწრაფად შეჩერდა. გარდა ამისა, ბაზარი უკვე გადავიდა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ ივნისში გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში. მოსალოდნელია, რომ ღია ბაზრების ფედერალური კომიტეტი (FOMC), თავის ივნისის სხდომაზე, დოლარზე საპროცენტო განაკვეთს ასწევს. ამის მთავარი მიზეზი, შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდა და ამ ქვეყანაში შრომის ბაზრის შემდგომი გაუმჯობესებაა.

ასეთი მოლოდინი, დოლარზე მოთხოვნას ზრდის და შესაბამისად, იზრდება (მათ შორის ოქროსთან და ევროსთან მიმართებაში) ამერიკული ვალუტის ფასი. იგივე ფაქტორი გააგრძელებს დოლარზე მოთხოვნის (და შესაბამისად, მისი ფასის) სტიმულირებას, რასაც ამერიკული ვალუტის გამყარება უნდა მოჰყვეს. რა თქმა უნდა, ფასებზე უახლოესი სტატისტიკური მონაცემები იქონიებს გავლენას.