რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 2,5 ლარი გახდება. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს.
საკითხი სხდომაზე თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, მალხაზ ჯამბურიძემ წარადგინა.
აღნიშნული საკითხის დამტკიცებით, დეპუტატებმა ცვლილება შეიტანეს თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20-81 დადგენილებაში. მალხაზ ჯამბურიძემ სხდომაზე დაადასტურა, რომ რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის თანხის გაზრდით უქმდება მანამდე არსებული შეღავათები სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის.
მისივე თქმით, კუს ტბაზე ველოსიპედით გადაადგილების შემთხვევაში, მგზავრობის ღირებულება 1 ლარი იქნება.