ჩინეთის ქალაქ შენჟენში, Huawei-ის საერთაშორისო ანალიტიკოსთა სამიტი გაიმართა, რომელსაც 500-ზე მეტი საერთაშორისო ანალიტიკოსი, მედიის წარმომადგენლები და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები დაესწრნენ.
სამიტს გლობალური ინფორმაციული და საკომუნიკაციო გადაწყვეტილებების ლიდერმა კომპანია Huawei-მ უმასპინძლა და კომპანიის უახლესი ინოვაციები, ბიზნეს პრაქტიკა, ქლაუდის მომსახურების, ვიდეოს, Internet of Things (IoT), ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხები და სტრატეგია წარმოადგინა.
სამიტი Huawei-ს სტრატეგიის მიმოხილვით კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ სიუმ გახსნა: ”ინტელექტუალური სამყაროსკენ მოგზაურობა უკვე დაწყებულია. ტექნოლოგიების მრავალწლიანი კვლევისა და ინოვაციების შესწავლის შედეგად, ინდუსტრია ვითარდება და ბიზნესის წინაშე უდიდესი შესაძლებლობები იხსნება. Huawei გააგრძელებს კავშირების გაღრმავებას, მონაცემთა გადაცემის არხების გაფართოვებას და ციფრულ გარდაქმნებზე მუშაობას. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და სმარტ ხელსაწყოებზე ფოკუსირებით, ჩვენ შევძლებთ ინტელექტუალურ სამყაროში მიმდინარე პროგრესის სათავეში ვიყოთ.”
სიუმ განმარტა, თუ როგორ გახდა ქლაუდის სერვისი, საბაზისო ბიზნეს მოდელი მოკლე დროში და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან Huawei-ის მთავარი ფოკუსი საჯარო ქლაუდ მომსახურება იქნება. კომპანია მაქსიმალური ინვესტიციის ჩადებას გეგმავს საჯარო ქლაუდ პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც Huawei-ის ე.წ. ”ქლაუდ ოჯახის” საძირკველი გახდება.
სამიტზე, Huawei-ის აღამსრულებელმა დირექტორმა და სტრატეგიული მარკეტინგის მთავარმა სპეციალისტმა უილიამ სიუმ, განიხილა ციფრული ტრანსფორმაციის მიერ შემოთავაზებული ახალი შესაძლებლობები და ღნიშნა, რომ გლობალური ურთიერთკავშირის 2017 წლის ინდექსის კვლევამ დაადგინა, რომ მსოფლიოში გაციფრულების ტენდენცია მზარდია. ქლაუდის სისტემაში ინვესტიციები კი იზრდება, როგორც რეგიონული, ასევე ეროვნული მასშტაბით. ეს კომპანიებს სწრაფად გაციფრულებაში დაეხმარება.”
უილიამ სიუმ აღნიშნა, რომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ ამიტომ, ”Huawei” რეკომენდაციას უწევს ქვეყნებს და კომპანიებს, დაუთმონ ყურადება ციფრულ გარდაქმნას, როგორც ზრდის საწინდარს, მისდიონ განვითარების გზას და განიხილონ ინვესტიციის შესაძლებლობები ისეთი მიმართულებებით, როგორებიც არის ქლაუდი და IoT, რათა ტექნოლოგიური განვითარებისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.
Huawei-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პროდუქტებისა და გადაწყვეტათა პრეზიდენტმა რაიან დინგმა თავის პრეზენტაციაში დამსწრეებს შეახსენა, რომ ”გასული წლის სამიტზე დადებული პირობა - All-Cloud-ის ევოლუციაზე ეზრუნათ, შესრულებულია. ახლა კი მთავარი მიზანი მისი კომერციალიზაციაა. „Huawei საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენს, როგორც კომპანია, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს ოპერატორებს თავიანთ ვიდეო ბიზნესში წარმატების მიღწევაში. ჩვენი All-Cloud და ვიდეო სტრატეგიები სიმბიოზური ეკოსისტემის მხარდაჭერას მოითხოვს. Huawei მიესალმება პარტნიორებს თანამშრომლობისთვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის გასავითარებლად.”
კომპანიაში აცხადებენ, რომ Huawei გამჭვირვალობის, თანამშრომლობისა და ეკოსისტემაში გაზიარებული წარმატების პრინციპების ერთგულია. კომპანიამ გააორმაგა მომხმარებელზე ორიენტირებული მუშაობა და გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, დარგობრივი კავშირები, ბიზნეს კავშირები და დეველოპერთა პლატფორმები განავითარა. Huawei-ის მიზანია, თითოეულ პარტნიორს თავისი უნიკალური ძლიერი მხარეების მაქსიმალური პოტენციალის გამოყენებაში დაეხმაროს და ამ გზით, მდგრადი სიმბიოზური ეკოსისტემის შექმნას შეუწყოს ხელი.
”Huawei”-ის ანალიტიკოსთა პირველი გლობალური სამიტი 2004 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება 14 წლის განმავლობაში. სამიტი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ დარგის ექსპერტებს ყოველწლიურად აძლევს საშუალებას, ღიად ისაუბრონ სხვადასხვა განსახილველი საკითხებისა და ტენდენციების შესახებ და ერთმანეთს თავიანთი ხედვა გაუზიარონ. (R)