დღეს ბაზარზე არაერთი დასახელების და სორტის სოსისი გვხვდება, რძიანი, სასკოლო, ფრინველის, საქონლის, და ა.შ. მათ შორის სხვაობა შემადგენლობაშია, სხვადასხვა გემოს მოყვარულ მომხმარებელზე გათვლილი, თუმცა ნებისმიერი სოსისის მთავარი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ხორცი.
ალბათ გაინტერესებთ, რას შეიძლება შეიცავდეს სოსისი ხორცის მაგივრად, ფაქტია, რომ ერთი კილოგრამი ხორცი დაახლოებით 14 ლარი ღირს, ბუნებრივია ჩნდება ეჭვი, როგორ შეიძლება მისგან მომზადებული სოსისი 6-7 ლარი ღირდეს?
მანი, სოიო, წყალმცენარეები, სახამებელი, საღებავები, კონსერვანტები და მთავარი, დაბალი ხარისხის ხორცი, ტყავი, ქონი, ხრტილი და ხორცის ის ნაწილები, რომელიც სარეალიზაციოდ არ გამოდგება, ეს ყველაფერი თავს ერთად იყრის და შესაძლოა, ჩვენს თეფშზე აღმოჩნდეს, როგორც სოსისი.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე