დიმიტრი შაშკინი : „მთავრობას მოვუწოდებ მათემატიკა ისწავლონ“

„მთავრობას მოვუწოდებ მათემატიკა ისწავლონ, კარგია.“

ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ შაშკინის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„სახალისო მათემატიკა: ჯეჯელავამ ბრძანა, რომ სკოლებში ყველა ბავშვს თითო ვაშლი უნდა დაახვედრონ. საქართველოში სულ არის დაახლოებით 500,000 საჯარო სკოლის მოსწავლე, 1 კილოგრამი დაახლოებით 5 ვაშლს მოიცავს, ანუ სახელმწიფომ სკოლებში დღეში 100 ტონა ვაშლი უნდა შეიტანოს. თვეში ბავშვები დაახლოებით 22 დღეს სწავლობენ, ანუ გამოდის 2200 ტონა ვაშლი თვეში. მილიონი ხის დარგვის მეორე სერია. მთავრობას მოვუწოდებ მათემატიკა ისწავლონ, კარგია,“ - წერს შაშკინი.

განათლების მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი „ოცნებაა, ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ".