„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ივანიშვილმა ყურადღება მიაქციოს მათ საქმეს.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ ისინი მოითხოვენ საქმის დროულ და ეფექტურ გამოიებას, დამნაშავეების გამოვლენას და მიყენებული ზარალის სრულად კომპენსირებას.

საპროტესტო აქცია საყვირების ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟებიც.