იტალიის პატარა, მთაგორიანი ქალაქ ბორმიდას მერი ადგილობრივი მოსახლეობისა და ეკონომიკის გაზრდის გამჭრიახი ინიციატივით გამოვიდა.
ქალაქ ბორმიდას მოსახლეობა 394 ადამიანს შეადგენს. ქალაქის მერმა დანიელე გალიანომ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ ქალაქი ახალ მცხოვრებლებს 2 000 ევროს გადაუხდის.
გარდა ამისა, დანიელე გალიანო ქალაქის ახალ მცხოვრებლებს იაფ იჯარას სთავაზობს - მცირე ფართის სახლებზე თვეში 50 ევროს, ხოლო უფრო დიდი ფართობის სახლებისთვის 120 ევროს.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში ამ შეთავაზებამ დიდი ინტერესი გამოიწვია არა მხოლოდ იტალიელებში, არამედ უცხოელებშიც. თუმცა, ერთ-ერთ მოთხოვნად მაღალი სიჩქარის ინტერნეტი დაასახელეს.
ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ 2 000 ევროს ოდენობის შეთავაზება ჯერ ადგილობრივმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.