ჩვენს ხელთ არსებული, პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო იუწყება.
ტყიბულში უკვე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები.
ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.