რამდენიმესაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ტყიბულის მაღაროდან დაღუპული მაღაროელების ცხედრები ამოიყვანეს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ საღამოს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული 4 მეშახტის ცხედარი ნაპოვნია.

დაღუპულები ქუთაისის პროზექტურაში გადაჰყავთ.

ადგილზე მეშახტეთა სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შახტასთან მობილიზებული იყვნენ როგორც სამაშველო, ისე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო ლიფტის ბაგირი გაწყდა და ლიფტი შახტაში ჩავარდა. მასში 4 მეშახტე იმყოფებოდა.