კომპანია Microsoft-მა ახალი ლეპტოპი წარადგინა. Surface და Surface Pro ჰიბრიდული ლეპტოპებია, რომლებიც ტაბლეტებადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
Surface Laptop - ეს არის მარტივი დიზაინის მქონე მოწყობილობა, რომელიც მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. მას აქვს 13.5 დუიმიანი ეკრანი და Alcantara ზედაპირი კლავიატურის დაფაზე. მოწყობილობა მუშაობს Intel-ის ბოლო თაობის Core i5 და Core i7 პროცესორებზე და შესაძლებელია 1 ტერაბაიტამდე საცავის დაყენება. მისი ელემენტები ავტონომიურ რეჟიმში 14.5 საათი ძლებს.
სიახლეა დინამიკების მიმართულებითაც. ლეპტოპის შემქმნელების გადაწყვეტილებით, დინამიკები კლავიატურის ქვევით განთავსდა და ამით აუდიო ჟღერადობა მეტად გაუმჯობესდა.
მოწყობილობის ფასი 999 დოლარიდან დაიწყება.
კოკა კვირკველია