მეტროსადგური „წერეთელი“ დაკეტილია

მეტროსადგური „წერეთელი“ დაკეტილია. ტერიტორია საპატრულო ლენტითაა შემოსაზღვრული და სამართალდამცავები იქ არავის უშვებენ.

ამ დროისთვის მეტროსადგურში დაკვამლიანება აღარაა, ვინაიდან ადგილზე მეხანძრეებმა იმუშავეს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ესკალატორის სამართავი პულტის კაბელს გაუჩნდა.

მეტროსადგურ „წერეთლის“ ტერიტორიაზე სახანძრო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე რჩებიან.