10:00 საათისთვის მეტროსადგურ „წერეთლის“ ესკალატორების კაბელებში მცირე დაკვამლიანება შეიმჩნეოდა, ამიტომ მგზავრების უსაფრთხოების მიზნით, მათი მიღება შევწყვიტეთ , - ამის შესახებ თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.
რამ გამოიწვია დაკვამლიანება, ამის შესახებ მეტროპოლიტენში განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით, საკითხის დეტალურად გარკვევის შემდეგ გახდება ცნობილი.
„მეტროში ჩასული მგზავრების ამოყვანის საჭიროება არ ყოფილა და მათ შეფერხების გარეშე გააგრძელეს მგზავრობა. დანარჩენი სადგურები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. მატარებლის მოძრაობის მხრივ ხარვეზი არ ყოფილა. მატარებლები „წერეთლის“ მეტროსადგურზე გაჩერების გარეშე მოძრაობენ“, - განაცხადეს მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.