თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, მეტროსადგურმა „წერეთელმა“ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლა და მგზავრების მიღება დაიწყო.
კომპანიის ინფორმაციით, დღეს, დილით 10:00 საათზე, ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანების გამო, დროებით შეიზღუდა მგზავრების მიღება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისმა სამსახურებმა ხარვეზის აღმოფხვრა დროულად მოახერხეს, ასევე, დეტალურად შეამოწმეს ესკალატორის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურა. კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ „წერეთელზე“ მგზავრების გადაადგილება უსაფრთხოა.