მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორია გასულ თვეს გარემოვაჭრეებისაგან გაიწმინდა , გარევაჭრობის კონსტრუქციები აიღეს და ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა, ვაგზლის მოედნიდან სიღარიბე და ანტისანიტარია არსად წასულა.
როგორც შპს თბილსერვის ჯგუფში აცხადებენ, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ყოველდღიურად ხდება, თუმცა კერძო ტერიტორიების მოწესრიგება მათ მოვალეობაში არ შედის:
აღნიშნული ტერიტორია ყოველდღე, დღის განმავლობაში სუფთავდება, კონტეინერები დღეში სამჯერ იცლება, როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა დღის სხვა მონაკვეთშიც დასუფთავდეს, ამას უკვე შემოვლის მანქანები ახორციელებენ, რომლებიც ქალაქის ქუჩებში მოძრაობენ. მას შემდეგ, რაც ნაგავშემკრები კონტეინერები გადაივსება, მიდის შემოვლითი მანქანა და ცლის კონტეინერებს. ის, რომ ქალაქში რომელიმე ტერიტორია, თუნდაც ვაგზლის მოედანი არ სუფთავდებოდეს, ასეთი შემთხვევა არ გვქონია. უბრალოდ, ეს ხალხმრავალი ტერიტორიაა, რის გამოც ხშირად უწევთ ჩვენს თანამშრომლებს ადგილზე გასვლა. ვაგზლის ტერიტორიაზე რამდენიმე კერძო შენობაა, რომლის ტერიტორიის დასუფთავების უფლებაც ჩვენ არ გვაქვს და ჩვენ კერძო ტერიტორიაზე არ შევდივართ", - აცხადებენ შპს "თბილსერვის ჯგუფში."
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო PALITRAVIDEO-ზე