ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს , - ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური წვიმისა და ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ83 დაკეტილია, ხოლო დიზი-ლახამულას მონაკვეთზე კმ91-კმ101 ცალმხრივად გახსნილია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.