მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში პირველ კვარტალში საქართველოში გადმორიცხული ფულადი სახსრების მოცულობამ 22.3%-ით მოიმატა.
ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკის ცნობით, იზრდება ასევე ევროკავშირის ქვეყნებიდან სწრაფი ფულადი ტრანსფერების მოცულობა, რაშიც დიდი წვლილი აქვს საბერძნეთიდან და იტალიიდან გადმორიცხვებს. ფულადი გზავნილები იზრდება ასევე ისრაელიდან, აშშ-დან და თურქეთიდან.