თბილისის მეტროსადგურები მგზავრებით მუდმივად დატვირთულია, განსაკუთრებით კი პიკის საათებში, შესაბამისად, მის გამართულად მუშაობას მოქალაქეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
ბოლო პერიოდში რამდენიმე მეტროსადგურის ფუნქციონირება შეფერხდა, რაც შესაბამისმა სამსახურებმა მალევე აღმოფხვრეს.
Allnews.ge დაინტერესდა, რატომ ხდება მეტროსადგურების ფუქნციონირების შეფერხება და როგორი პერიოდულობით ამოწმებენ მიწისქვეშა ტრანსპორტს. ინფორმაციის მისაღებად ჩვენ თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიას დავუკავშირდით.
ტექნიკური დირექტორის, ლევან მეხრიშვილი თქმით, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, მეტროსადგურების შემოწმება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობს, რაშიც დაახლოებით 1 200 თანამშრომელია ჩართული.
"შემთხვევისგან დაზღვეულები არავინ ვართ, თუმცა, მეტრო ტექნიკურად გამართულია.
მეტროში ყველა დანადგარის შემოწმების ე.წ ტექნოლოგიური პროცესები და გეგმიურ გამაფრთხილებელი სამუშაოები გაწერილი გვაქვს, ვიცით, რა როდის უნდა გაკეთდეს. ზოგიერთი მოწყობილობა საბჭოთა კავშირის დროინდელია, თუმცა, ყველა უწყება შემოწმების თვალსაზრისით, თავის სამუშაოს ზედმიწევნის ასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ შეფერხება მოწყობილობა-დანადგარი სიძველის გამო ხდება, მას ვთიშავთ და ვამოწმებთ ხოლმე," - განმარტავს ლევან მეხრიშვილი.
მისი განმარტებით, მატარებლის ვაგონებს, რომლებიც 20 საათის განმავლობაში მოძრაობენ, უთვლიან, შემოწმება როდის და რამდენი კილომეტრის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ, რათა მათი ექსპლუატაცია შეძლონ.
"ვამოწმებთ ლიანდაგს, გვირაბს, ყველა ესკალატორს, სადგურებს, სიგნალიზაციისა და ავტობლოკირების, ენერგომომარაგების მოწყობილობებს, რის შემდეგაც მეტრო დილის 6 საათზე მუშაობას იწყებს," - განმარტავს ტექნიკური დირექტორი.
რაც შეეხება შეფერხებების მიზეზებს, მისი თქმით, აქამდე მომხდარი შემთხვევები მასშტაბური არ არის და მცირე დაზიანებას უკავშირდება.
მეტროსადგურ "წერეთელში" მომხდარ ინციდენტზე მეტროპოლიტენის წარმომადგენელი კომენტარს აკეთებს. იხილეთ გაგრძელება