თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 2,5 ლარი გახდება
საკრებულოს ეს დადგენილება 15 მაისიდან ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ამ გადაწყვეტილებით, რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობისას არსებული შეღავათები უქმდება. საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი – კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას ველოსიპედის ერთი მიმართულებით გადატანის ტარიფი კი - 1 ლარი იქნება.
საკრებულოს დეპუტატებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი – კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას სამგზავრო ტარიფებისა და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 30 დეკემბრის #20-81 დადგენილების ცვლილების გადაწყვეტილება 8 მაისის სხდომაზე მიიღეს.
რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება ამ ეტაპზე ერთი მიმართულებით 1 ლარი იყო.