იაპონური ავტომწარმოებელი კომპანია ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ფინანსურ პრობლემებს შეეჯახა.
კომპანიის თქმით, მარტში უფრო მეტი მანქანა გაყიდა, ვიდრე წინა თვეებში, თუმცა მაღალმა გადასახადებმა და ვალუტის მერყეობამ შედეგი მოიტანა. ყველაფერთან ერთად "ტოიოტას" გაყიდვებს დიდი პრობლემები აქვს აშშ-შიც, რომელიც კომპანიის ყველაზე დიდ პარტნიორად ითვლება.
"ბიბისის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მოგებამ საერთო ჯამში, 16.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 21%-ით ნაკლებია წინა პერიოდის მაჩვენებლზე.
ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია, რომ "ტოიოტას" მოგება მომავალ წელს უფრო შემცირდეს, რაც იაპონური ვალუტის გამყარებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, "ტოიოტა" აღარ ითვლება ყველაზე მაღალმოთხოვნად კომპანიად. ეს სტატუსი მან გერმანულ "ფოლქსვაგენს" დაუთმო.
2016 წელს "ტოიოტამ" 10.25 მილიონი მანქანა გაყიდა.