არ არის გამორიცხული შემდეგ სასამართლო პროცესამდე კვლავ არაერთი აქცია გავმართოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მიერ დაზარალებულებმა განუცხადეს.
დაზარალებულების თქმით, მათი დაკავება გუშინ საპროტესტო აქციაზე უსამართლოდ მოხდა და 30 მაისს, როდესაც საქმის განხილვა გაგრძელდება, ისინი საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებენ.
გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ოთხი მეანაბრე და ერთი ადვოკატი დააკავეს. დღეს ხუთივე დაკავებული სასამართლომ გაათავისუფლა, სხდომა კი დაცვის მხარის შუამდგომლობით, 30 მაისამდე გადაიდო.
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები აცხადებენ, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავება მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო მოხდა. სამართლადამცველები მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.