Snapchat-ის დამფუძნებლებმა აქციების დაცემის გამო 2 მილიარდი დოლარი დაკარგეს

Snapchat-ის დამფუძნებლებმა ევან შპიგელმა და ბობი მერფიმ კომპანიის აქციების ღირებულების დაცემის გამო 2 მილიარდი დოლარი დაკარგეს.

10 მაისის ვაჭრობის შედეგად კომპანია Snap-ის აქციები 25%-ით გაიაფდა. ეს ცვლილება Snap-ის მუშაობის 2017 წლის პირველი კვარტალის შედეგების გამოქვეყნებამ გამოიწვია, რომელთა მიხედვითაც მოგებამ და ახალი მომხმარებლების რიცხვმა პროგნოზირებად ნიშნულს ვერ მიაღწიეს.

ვაჭრობის დასრულებისას აქციათა პაკეტები, რომლებსაც შპიგელი და მერფი ცალ-ცალკე ფლობენ, 3,8-3,8 მილიარდი დოლარი ღირდა, რაც წინა დღის ფასთან შედარებით 1,2 მილიარდი დოლარით ნაკლებია.

Snapchat არის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ერთმანეთთან კომუნიკაცია მოკლე ვიდეორგოლების, ფოტოგრაფიებისა და სტიკერების საშუალებით შეუძლიათ. 2017 წლის მარტის მდგომარეობით აპლიკაციის ყოველდღიური აუდიტორია 150 მილიონ ადამიანს შეადგენდა.