ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენაზე საქართველოს სტენდზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილი იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 31 კერძო კომპანია: Start Travel, Captain Plus, Caucasus Travel, City Sightseeing Tbilisi, Concord Travel, CROWNE PLAZA, Department of Tourism and Resorts of Ajara AR, Eurolex Travel, Exotour, Voyage Tours, Free Spirit Tours, Future Travel, Gallery Palace, GDM, Georgian Discovery Tours, Georgian Travel Club, Georgian Travel Group, Info-Tbilisi Travel, Levon Travel Tbilisi, Marco Polo Hotel Gudauri, Meet in Georgia, Mimino Travel Georgia, Omnes Tour, Sheraton Metechi Palace Hotel, Sky Travel, Tbilisi Marriott Hotel, Tourist Agency Visit Georgia Ltd, Elite Travel, TravelShop Georgia, Voyager, Wonder Infinity Tourism.
გამოფენის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, მიეღოთ ინფორმაცია ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ და ენახათ საიმიჯო ვიდეორგოლები. საქართველოს სტენდთან 4 დღის განმავლობაში ქართული ნაციონალური ცეკვები შესრულდა და წარმოდგენები მოეწყო. გამოფენის ფარგლებში საქართველოს სტენდთან მისული სტუმრებისთვის სასტუმროებმა სპეციალური გათამაშება მოაწყვეს. გამარჯვებულებს 3 სასტუმროს ვაუჩერი გადაეცათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამოგზაუროდ. საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ჩირი და 3 სახის ღვინო. გამოფენის ფარგლებში ქართული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა უცხოელ კოლეგებთან B2B შეხვედრები გამართეს.