ექსპორტი 23%-ით, იმპორტი კი 15%-ით გაიზარდა

იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 17 პროცენტით გაიზარდა და 1 მილიარდ 567 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კი გაორმაგდა (2009 წელს 791 მილიონი დოლარით შემოიფარგლებოდა).

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, ექსპორტის მოცულობა წლის დასაწყისიდან 440 მილიონ დოლარს შეადგინა (ანუ, გასულ წელთან შედარებით, 23%-ით მოიმატა), ხოლო იმპორტმა - 1 მილიარდ 127 მილიონი დოლარი (15 %-ით გაიზარდა).

სავაჭრო ბალანსი იანვარ-თებერვალში შარშანდელთან შედარებით 69 მილიონი დოლარით გაუარესდა და - 687 მილიონი დოლარი შეადგინა, თუმცა, მისი წილი საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 46%-დან 44 %-მდე შემცირდა.