სვანეთში საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

სვანეთში საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ183 მონაკვეთი რამდენიმე დღის წინ დაიმეწყრა.

როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, აღნიშნული მონაკვეთი ცალმხრივად არის გახსნილი.

მათივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.