ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობოების დაფინანსების აკრძალვაზე ინიციატივას პარლამენტი არ გაიზიარებს.
როგორც მდინარაძემ განმარტა, მსგავსი ინიციატივები, რომ აიკრძალოს უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, პარლამენტში ხშირად შედის, თუმცა როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტი მსგავს ინიციატივებს არ იზიარებს.
მდინარაძის თქმით, საკანონმდებლო ორგანო კომიტეტებში ინიციატივების რეგისტრაციას ვერ აკრძალავს.
”ბუნებრივია, მსგავს პრეცედენტს ჩვენ ვერ დავუშვებთ, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე საუბარი არ იქნება. მსგავსი წინადადებები იურიდიულ კომიტეტში ბლომად რეგისტრირდება, თუმცა კომიტეტი ამას, წინასწარვე გეუბნებით, არ გაიზიარებს”, - განაცხადა მდინარაძემ.