„დელტამ“ კახეთში ძლიერი სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად, 10-11 მაისს კახეთის რეგიონში განსაკუთრებით მძლავრი სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა , - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის თავიდან ასარიდებლად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.

„სეტყვასაშიში ღრუბლების მასების საერთო ფართობი 4200 კვადრატულ კილომეტრს აღემატებოდა, ხოლო სეტყვის მოსვლის ალბათობა 80-100%-ს შეადგენდა. ღრუბლის მასებმა ახმეტის, თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღის, ყვარელის და დედოფლისწყაროს რაიონები ეტაპობრივად მოიცვა. სტიქიის თავიდან ასარიდებლად სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 300-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. შედეგად, შემოსული ნალექის სრული მასა აღნიშნული რაიონების თავზე ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.