NDI-ის გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ ბევრი ქართველი წავა ემიგრაციაში, 22% კი ამას არ ეთანხმება.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 78% ეთანხმება მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რიგითი ადამიანები ფინანსურად ვერ გაწვდებიან ევროკავშირში მოგზაურობას, 14% კი ამას არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილდებათ ევროკავშირის ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ჩასვლა, 16% კი არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შედეგად ქართველი სტუდენტებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში სწავლა გამარტივდება, 18% კი მიიჩნევს, რომ - არა.
გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ ბევრი ქართველი წავა ემიგრაციაში, 22% კი, არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 49% აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა გამოიწვევს საქართველოში უცხოელი ლტოლვილების ჩამოსვლას, 31% კი არ ეთანხმება.
კვლევის თანახმად, გამოკითხული ადამიანების 38% მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გაამარტივებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის პროცესს, 40% კი ამას არ ეთანხმება.
26% კი აცხადებს, რომ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან მოახდენს ქართული მენტალიტეტის დაკარგვას, ხოლო 60% არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველო დაკარგავს თავის ეროვნულ იდენტობას, 65% კი არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 14% ეთანხმება, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება, 74% კი არ ეთანხმება.
კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.
საშუალო ცდომილების ზღვარი+/-2,7%-ია.