საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს, 12.00 საათზე "ახალი ღვინის ფესტივალს" საზეიმოდ გახსნის.
როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, საქართველოს "ღვინის კლუბის" ორგანიზებით, რიგით მე-8 "ახალი ღვინის ფესტივალი" თბილისში, მთაწმინდის პარკში ჩატარდება (შადრევნის მოედანი).
მცირე ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს ყველა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოებს წარუდგენენ.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.