"ჯორჯიან მანგანეზის" ახალი, სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ზესტაფონის “ფეროსა“ და „ჭიათურმანგანუმის“ ადმინისტრაციას შეხვდა.
ჩიქოვანის თქმით, ის ადმინისტრაციიდან თანამშრომლების გაშვებას არ გეგმავს. ჩიქოვანის განმარტებით, მოაგვარებს იმ პრობლემებს, რის გამოც სახელმწიფომ ის კომპანიის სპეციალურ მმართველად დანიშნა.
"დეტალებზე ვერ გესაუბრებით. ორშაბათს ან სამშაბათს მედიისთვის ბრიფინგს გავმართავ. თუმცა, გეტყვით, რომ არავის გაშვებას არ ვგეგმავ და არც ხელფასებს დავაკლებ ვინმეს. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ჩემს გუნდათან ერთად დავწერ გეგმას, თუ როგორ მოვაგვარებ იმ პრობლემებს, რის გამოც მე სპეციალურ მმართველად დავინიშნე", - განაცხადა ჩიქოვანმა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა.