ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
“ისევ დასაფიქრებელი სტატისტიკა (2x2).
საქართველოში თითქმის 24 ათასი ექიმი და 15 ათასი ექთანია. ანუ ყოველ 1 000 მოსახლეზე 6,5 ექიმი და 4 ექთანი.
განვითარებული ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი არის ყოველ 1 000 მოსახლეზე 3,3 ექიმი და 8,4 ექთანი.
ანუ განვითარებული ქვეყნების მოდელით საქართველოს უნდა ჰყავდეს არსებულზე 2-ჯერ ნაკლები (12 ათასი) ექიმი და 2-ჯერ მეტი (31 ათასი) ექთანი.
პ.ს. ვულოცავ ყველა ექთანს პროფესიულ დღეს,”- წერს ქადაგიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.