დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები იტალიაში შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ოფიციალური პირები, მზარდი საერთაშორისო კიბერშეტევების ფონზე, კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალების გაერთიანებაზე შეთანხმდნენ. მსოფლიოს შვიდი მდიდარი ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა კიბერუსაფრთხოებისთვის დაფინანსების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს.
დიდი შვიდეულის შეხვედრა ქალაქ ბარში ორ დღეს გაგრძელდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა საფინანსო კომპანიების მესვეურებიც დაესწრებიან, მათ შორის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები.
12 მაისს, მსოფლიოს 99 ქვეყანაში, სხვადასხვა ორგანიზაციებზე სულ 75 000 კიბერშეტევა განხორციელდა. მასიური კიბერშეტევების ობიექტები საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები გახდნენ.